|
2019-05-10 12:49:22, 1813 ნახვა
სამართალი
საფრანგეთის შს მინისტრი - საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და თავშესაფრის მომთხოვნთა თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი არ უნდა იყოს
„საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და არ არის ნორმალური, რომ თავშესაფრის მოთხოვნათა თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი იყოს“, - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერიმ თბილისში, ქართველ კოლეგასთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საფრანგეთს არ შეუძლია მიიღოს ყველა, ვისაც დაცვა სჭირდება. „ნება მომეცით, განსაკუთრებით აღვნიშნო არაკანონიერი ემიგრაციის საკითხი, იმიტომ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, სადაც არ არის ომი და მიიჩნევა როგორც მშვიდობიანი ქვეყანა. პრინციპში, არის კონკრეტული შემთხვევები და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ქართველებს შეუძლიათ იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის საფრანგეთში. არ არის ნორმალური, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს თავშესაფრის მოთხოვნათა თვალსაზრისით. საქართველოში არსებული ვითარება ამ მოთხოვნას არანაირად არ ამართლებს - საქართველოში ომი არ არის. საქართველო ევროპელი და ფრანგი საზოგადოების მხრიდან აღიქმება საიმედო მიმართულებად. საქართველო არის დინამიური ქვეყანა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან, ერთგვარი ანომალიაა და ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა ამ მიმართულებით. საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია რეალურად მიიღოს ყველა ვისაც სჭირდება დაცვა. ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ ამ საკითხზე, მოხდეს ამ ადამიანებს დაბრუნება თავიანთ სამშობლოში“, - განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ადამიანი საფრანგეთში სამედიცინო თვალსაზრისით ჩადის სამკურნალოდ, თუმცა საქართველოშიც არსებობს საშუალება, შესაბამისი მკურნალობა მიიღონ. „ამიერიდან უშუალოდ ისინი იქნებიან მიღებული, ვისაც რეალურად სჭირდება ამ თვალსაზრისით საფრანგეთის დახმარება და თავშესაფრის მომთხოვნთა დოსიეების განხილვა ამ ჩვენი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ შორის ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა და საუბარი მიმდინარეობს. ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ არაკანონიერ ემიგრაციას. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ყოველთვიურად მოხდეს ჩვენს შორის ურთიერთგაცვლა, მათ შორის თანამშრომლობის საკითხზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთპატივისცემას ამ თანამშრომლობაში. კიდევ უფრო მეტად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები და გავაღრმავოთ ისინი. ჩვენ შორის უკვე არსებობს ძალიან კარგი ურთიერთობები და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მასპინძლობისათვის და ნაყოფიერი მუშაობისათვის“, - განაცხადა კრისტოფ კასტანერიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)