12:38 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-10 12:21:41, 1183 ნახვა

საზოგადოება
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დღეს მივა

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს, 15:00 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურში გამოკითხვაზე, ადვოკატთან ერთად მივა.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს და ტერორიზმში დადანაშაულებით მხოლოდ მისი შვილის მკვლელობის საქმის გადაფარვას ცდილობენ

„ჩვენ არ ვართ არანაირი კონტაქტი იარაღთან არ გვქონია, არანაირი მცდელობა ჩვენ არ გვქონია. რომ გვქონდეს, მთელ საქვეყნოდ ტერორისტად გამომაცხადეს ხომ? მე სად ვცხოვრობ ეს 9 თვე, სად ვცხოვრობ - კარვებში ვცხოვრობ. ერთი კაცი არ მოსულა. ეს უნიჭოები, ეს ნაძირლები, თუნდაც კარვები, რომ გაეჩხრიკათ. მთელ ქვეყანაში ტერორისტად გამომაცხადეს, სადაც 9 თვე ვცხოვრობ, კაციშვილი არ მოსულა, კარავში რა ხდება, რომ გაიგოს. წარმოიდგინეთ რა პროფესიონალები არიან ესენი, ესენი არიან სრულიად დებილები. მე თქვენ მეცოდებით ამ სახელმწიფო უსაფრთხოების ხელში, თქვენ მეცოდებით, საქართველოს შვილები“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics