12:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-09 19:14:36, 1818 ნახვა

ეკონომიკა
მერაბ კაკულია: ნათია თურნავა არის მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი და საინტერესო იყო მინისტრის რანგში მისი ხედვების მოსმენა

„უნდა ავღნიშნო, რომ დიდი ხანია, საქართველოს არ ჰყოლია პროფესიონალი ეკონომისტი ეკონომიკის მინისტრად და ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალბატონი ნათია არის მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი, შესაბამისად, საინტერესო იყო მინისტრის რანგში მისი ხედვების მოსმენა" - ამის შესახებ პროფესორმა მერაბ კაკულიამ ნათია თურნავასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  ეკონომიკის მინისტრმა დღეს მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტებს საკუთარი ხედვები, გეგმები და  პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

„ვთვლი, რომ მინისტრმა ძალიან საგნობრივად და კონკრეტულად მიმოიხილა ის ძირითადი პრინციპები, რომლებსაც დაეყრდნობა საქართველოს ეკონომიკური სტრატეგია. მან  განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ეკონომიკური ზრდის ფაქტორებს და იმ რეზერვებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ზრდის ტემპების დასაჩქარებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური პოლიტიკის შედეგიანობაზე, რომ ის მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე, ანუ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს ინკლუზიური" - აღნიშნა კაკულიამ. მისივე თქმით,  ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯებია საჭირო და მინისტრის მიერ წარმოდგენილი ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია. „იმედი მაქვს, იმ ფორმატში, რომელშიც ქალბატონი ნათია აპირებს მუშაობის წარმართვას, შესაძლებელი იქნება, რომ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები ბევრმა ადამიანმა იგრძნოს" - განაცხადა მერაბ კაკულიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics