01:16 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-08 18:12:16, 1477 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი მაჩალიკაშვილის საქმეზე: სუს-მა უმძიმესი დანაშაულის პრევენცია შეძლო

როგორც რიგითმა მოქალაქემ, გუშინ დავინახე, რომ სუს-მა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და ამისთვის მადლობას ვუხდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის სავარაუდო ჩანაწერებს გამოეხმაურა.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და პრევენცია გაუკეთა უმძიმეს დანაშაულს. ჩვენ გუშინ ეს ყველამ ვნახეთ. ამასთან ერთად, პროკურატურამ გააკეთა განცხადება. იცით, რომ მასალები გადაგზავნილია და პროკურატურა სწავლობს მტკიცებულებებს, რომელსაც ბუნებრივია, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. მე მინდა გიპასუხოთ, როგორც რიგითმა მოქალაქემ, გუშინ დავინახე, რომ სუს-მა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მათ ამისთვის მადლობას ვუხდი“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics