|
2019-05-08 15:18:09, 915 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi დღეს გაიხსნება
საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi დღეს 19:30-ზე “სანდენსის” გამარჯვებული ფილმით “Honeyland” კინოთეატრ “ამირანში” გაიხსნება. ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება და მას კინოთეატრი “ამირანი” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი მასპინძლობენ. Connecting Thoughts – „დააკავშირე ფიქრები“ - ამ სლოგანით ფესტივალი კიდევ უფრო უახლოვდება მაყურებელს და თემატურად დაყოფილ სექციებს სთავაზობს. წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ქვეყანა უნგრეთია, რომელიც გამორჩეული, უახლესი კრეატიული დოკუმენტური ფილმებით იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავს შემდეგ აქტივობებს: “New Talents Caucasus” – ახალი ტალანტების წარდგენა კავკასიის რეგიონიდან, Civil Pitch - აკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კინოდოკუმენტალისტებს ერთმანეთთან, CinéDOC Young - ბავშვებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამაა, Erotic DOX - წლევანდელი ფილმები ქალების ეროტიულ გამოცდილებაზე მოგვითხრობს. ექვსდღიანი ფესტივალის ფარგლებში 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგება. ფილმების ჩვენებების შემდეგ რეჟისორები, პროდუსერები, პროტაგონისტები მაყურებელს შეხვდებიან და მათთან კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსიას გამართავენ, ასევე, დაგეგმილია მასტერკლასები და ტრენინგები. CinéDOC-Tbilisi 13 მაისს, საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი ფილმებიდან გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება. წელს ჟიურის წევრები არიან: ონდრეი კამენიცკი - ადამიანთა უფლებების საერთაშორისო კინოფესტივალის One World-ის დირექტორი (ჩეხეთი), მარიამ ჭაჭია - ქართველი კინორეჟისორი (საქართველო), კენან ალიევი - Current Time TV-ს მთავარი რედაქტორი. Focus Caucasus-ის ჟიურის წევრები: პეტრა სელისკარი - პროდიუსერი და კინორეჟისორი (სლოვენია), ჩილა კატო - პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი Astra Film Festival (რუმინეთი), ტუე სტინ მულერი - ცნობილი კინოკრიტიკოსი. ფესტივალის სტუმრები არიან: რუსი რეჟისორი ვიტალი მანსკი; Honeyland-ის ოპერატორები: ფეიმი დაუტი და სამირ ლიუმა; ფრანგი რეჟისორი ნიკოლა ფილიბერი; ფილმის Disappearance of My Mother/ „დედაჩემის გაუჩინარება“ მთავარი გმირი ბენედეტა ბარძინი; ძიგა ვერტოვის პირველი დაკარგული ფილმის აღმომჩენი ნიკოლაი იზვოლოვი. ფესტივალი გარდა თბილისისა, კავკასიის რეგიონში 120 კინოჩვენების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც საგანგებოდ დატრენინგდებიან ფესტივალის რეგიონული კოორდინატორები. ფესტივალის პარტნიორებს შორის არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“; საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, უნგრეთის საელჩო თბილისში, საქართველოს ეროვნული არქივი. CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც 2013 წლიდან კრეატიული დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)