2019-05-08 11:38:34, 974 ნახვა
საზოგადოება
მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი: ყოველდღე ერთად არიან და რატომ დასჭირდებოდათ ტელეფონზე ასეთი საუბარი?!
ყოველდღე ერთად არიან და რატომ დასჭირდებოდათ ტელეფონზე ასეთი საუბარი, თან იცის 24 საათი უსმენენ?! - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მისი ძმის საქმის გამო, მამამისის გაჩუმებას ცდილობს.
„ყოველდღე ერთად არიან, დღე-ღამე კარავში და რატომ დასჭირდებოდათ ტელეფონზე ასეთი საუბარი, თან იცის 24 საათი უსმენენ. ან გოგაშვილი რა შუაშია, ან მამამისის საფლავი, მეცინება ამ ყველაფერზე. ესენი ხომ ცდილობენ თემირლანი გამოიყვანონ ტერორისტად, ჯერ მოკლეს უდანაშაულო და მერე გამოაცხადეს ტერორისტად. ზუსტად ეს საქმე რომ არ გამჟღავნდეს, მამაჩემს ასეთ რაღაცეებს უგონებენ“, - განაცხადა ნატა მაჩალიკაშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან