|
2019-05-08 10:57:06, 946 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ღვინის 70-მდე პროფესიონალი ესტუმრება
მიმდინარე კვირაში საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 70-მდე ღვინის პროფესიონალი ეწვევა, რომლებიც 10 მაისს დაგეგმილ ბუნებრივი ღვინის ფესტივალს „,ზერო კომპრომაისი'' და 11 მაისს დაგეგმილ „ახალი ღვინის ფესტივალს" დაესწრებიან. ღვინის მაგისტრები, სომელეები, ღვინის იმპორტიორები, ღვინის მწერლები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს იტალიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვედეთიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ავსტრიიდან, ხორვატიიდან, სლოვენიიდან და იაპონიიდან ეწვევიან. სტუმრების ნაწილი უკვე ჩამოსულია საქართველოში და ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეცნობა. სტუმრებს შორის არის ცნობილი ფრანგი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი, ასევე ფრანგი მეღვინეები ტიერი პუზლა, იტალიელი მეღვინე იოშკო გრავნერი, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში. "ზერო კომპრომაისი'' (Zero Compromise) ტარდება ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს" ორგანიზებით, ხოლო „ახალი ღვინის ფესტივალის" ორგანიზატორია „საქართველოს ღვინის კლუბი". ორივე ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. "ახალი ღვინის ფესტივალი" მე-10-ე, საიუბილეოა და მთაწმინდის პარკში გაიმართება. ხოლო „ზერო კომპრომაისი'' მეოთხედ ტარდება და წელს იგი ყოფილის აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე (კოსტავას N59) გაიმართება. „ახალი ღვინის ფესტივალი" წელსაც დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ორივე ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)