01:15 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-07 18:13:42, 1379 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი შენგელია: მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია საქართველოს ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

ანაკლიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

პრაქტიკულად დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტისღირებულება 10 188 800 ლარია.

პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწყო წყალგამტარი, მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზობში შესასვლელები და საგზაონიშნები. ამ დროისთვის, გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. უკვე მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა საპროექტო სამუშაოები.დაგეგმილია 17 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობა.

2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. პროექტი აზიის განვითრების ბანკის მიერ 18,448,942  ლარით ფინანსდება. ახალი გამწმენდი  ნაგებობა  ანაკლიასა და განმუხურში მცხოვრებ 3 000-ზე მეტ ადამიანს და იქ ჩასულ ტურისტებს მოემსახურება.

,,წელს ანაკლია-განმუხურში, საზაფხულო სეზონს, სრულად განახლებული ინფრასტრუქტურითა და მიმზიდველი ტურისტული გარემოთი ვხვდებით. ანაკლია-განმუხურში  ჩასულ ტურისტებს სრულად განახლებული სანაპირო ზოლი, ინფარსტრუქტურა, მინი სტადიონები, რეაბილიტირებული ხიდი, ამფითეატრი და  რესტორანი დახვდებათ. მუნიციპალიტეტის ტურისტული  პოტენციალის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია” – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics