20:10 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-07 16:27:24, 975 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის, საპატრიარქოს ფონდის - ,,გაამწვანე საქართველო’’ და თბილისის საკრებულოს ერთობლივი გამწვანების აქცია გაიმართა.

ღონისძიებაში დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად ჩაერთო და ხეების დარგვაში მიიღო მონაწილეობა.

ტერიტორიის გასამწვანებლად საპატრიარქოს ფონდმა - „გაამწვანე საქართველო“ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ  მუნიციპალიტეტს ჯამში დაახლოებით 2000 ძირი ფიჭვი გადასცეს, რომლის მოვლა-პატრონობას, დარგვის შემდეგ, თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

„მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი. ახლა ვარკეთილში ვიმყოფებით, გამწვანების ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებენ დიპლომატიური  კორპუსის, საპატრიარქოს  წარმომადგენლები,  სტუდენტები, ჩვენი ჯარისკაცები. ყველა მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. ზოგადად, ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ნარგავებს სჭირდება მოვლა-პატრონობა, რაზეც „ეკოსერვის ჯგუფი“ - ჩვენი ერთ-ერთი სამსახური იღებს პასუხისმგებლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს დეპუტატები, სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი, სასულიერო პირები, რამდენიმე ქვეყნის ელჩი და დიპლომატიური კორპუსის წევრები, შეიარაღებული ძალებისა და  სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics