01:15 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 19:13:04, 1376 ნახვა

პოლიტიკა
ლადო კახაძე: ადამიანებს აქვთ რწმენა, რომ ეშველება თბილისის იმ პრობლემას, რომელიც ამორტიზირებულ შენობა-ნაგებობებს ეხება

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე ძველი, ამორტიზირებული შენობა-ნაგებობების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ეს ურთულესი გამოწვევაა, ვიცი რომ ამ კუთხით ნაფიქრია, შესანიშნავად განხორციელებული პროექტებიც უკვე თვალსაჩინოა. ადამიანებს აქვთ რწმენა, რომ ეშველება თბილისის იმ პრობლემას, რომელიც ამორტიზირებულ შენობა-ნაგებობებს ეხება და განსაკუთრებით ეს თავმოყრილია ძველ თბილისში, განსაკუთრებით მთაწმინდაზე“ - განაცხადა ლადო კახაძემ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, არის კიდევ ურთულესი თემა - კულტურული მემკვიდრეობის საკითხი.

„აქ არის ძალიან რთული გამოწვევები. ამ სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია მისი სწორი აღქმა და რევიზია , რათა უუფლებო მესაკუთრენი, გახდნენ ღირსეული მესაკუთრენი და კაპიტალურ შენობაში მათ ჰქონდეთ დაკანონებული ის უფლება, რომ შემდგომ ქალაქგანვითარებითი პროექტების შესრულების დროს, ისინი თანაბრად ლაპარაკობდნენ იმ ჩვენთვის საშველ ძალასთან, რომელსაც ინვესტიცია ჰქვია, ინვესტორები ჰქვია“ - განაცხადა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძემ მადლობა გადაუხადა მხარდაჭრისთვის დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, რომელსაც, მისი თქმით, ბევრი საქმე აქვს გაკეთებული და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს.

„ჩემი ოფისის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა თქვენთვის და ნებისმიერ დროს, თითოეულ თქვენგანს შეგეძლებათ როგორც საკუთარ ოჯახში მოხვიდეთ და დაგროვილი პრობლემების შესახებ ვისაუბროთ, რომლის მოწესრიგებაც დაწყებულია და სადაც შეიძლება ამ პრობლემების მოგვარების, თქვენი ადგილისა და როლის დანახვა - ჩემთან და ჩვენთან ერთად“ - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

 

(NS)

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics