|
2019-05-06 17:26:33, 2068 ნახვა
ეკონომიკა
1 000 000 გადარჩენილი სიცოცხლე - ვოლვო მალე საქართველოში
VOLVO Cars 2019 წლიდან საქართველოში შემოდის. წარმოდგენილი იქნება სრული სამოდელო რიგი როგორც ბენზინის, ასევე ჰიბრიდული (PHEV) და ელექტრო (EV) ავტომობილები, რომლებიც მოიცავს XC (SUV), S (სედანი), V (უნივერსალი) და Cross Country (მაღალი კლირენსის მქონე უნივერსალ SUV-ი) სერიებს. 2018 წელს VOLVO Cars-ის მიერ წარმოებული XC 40 გახდა წლის საუკეთესო ავტომობილი. VOLVO არის პრემიუმ ბრენდი, რომელიც გამოირჩევა უნიკალური და დახვეწილი შვედური დიზაინით. იგი აღიარებულია როგორც მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი. ვოლვოს ინჟინერმა 1959 წელს გამოიგონა სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი და ამის შემდეგ ყველა ავტომწარმოებელი დღემდე ამავე უსაფრთხოების სისტემას წარმატებულად იყენებს. დღევანდელი მონაცემებით ვოლვომ მსოფლიოს გარშემო 1 000 000 -ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ღვედის გამოგონების შედეგად. ვოლვომ იზრუნა არამარტო ზრდასრულ ადამიანებზე, არამედ ბავშვებზეც, ის პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც შექმნა ბავშვის სავარძელი, რათა ისინი უსაფრთხოდ გადაადგილდნენ. 2019 წლიდან კი VOLVO Cars-მა უკვე დაიწყო უსაფრთხოებაზე ზრუნვა არამარტო მამაკაცი მძღოლებისთვის, როგორც ეს მსოფლიოს გარშემო მიღებული პრაქტიკაა, არამედ სპეციალურად ქალის მონაცემებზე დაყრდნობით ცდილობს გააუმჯობესოს მათთვის უსაფრთხოება. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მთავარი მიზანი ვოლვოსთვის არის მანქანაში სერიოზულად დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი ნულოვან ნიშნულზე დაიყვანოს. ვოლვო ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე 1927 წლიდან. დღეს VOLVO Cars არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ბრენდი მსოფლიოში, რომელმაც 642,253 მანქანის რეალიზაცია მოახდინა 2018 წელს, დაახლოებით 100 ქვეყანაში. VOLVO Cars-ის სათავო ოფისი მდებარეობს შვედეთში, ქ. გოტენბურგში. ასევე VOLVO Cars-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოფისი მდებარეობს ჩინეთში, ქ. შანხაიში. კომპანიის მთავარი ქარხნები მდებარეობს გოტენბურგში (შვედეთი) და გენტში (ბელგია).
(R)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)