2019-05-06 14:06:42, 1808 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი: არც გაზი გვაქვს და არც ნავთობი, მაგრამ გვაქვს კულტურა
პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მთელ ევროპაში საკუთარი კულტურით არის ცნობილი.
„თუ ცნობადობა არსებობს საქართველოს დღეს უცხოეთში და პირველ რიგში ევროპაში, სწორედ კულტურულად არსებობს საქართველო და ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი მონაპოვარი ამ საუკუნეების და ძალიან დიდი რესურსი, ჩვენ რესურსებზე როცა ვლაპარაკობთ, არც გაზი გვაქვს და არც ნავთობი, მაგრამ გვაქვს კულტურა და ეს ჩანს ყოველდღიურად, რომ ამ კულტურით გადის პატარა ქვეყანა, რომელიც 5 მილიონსაც არ აღწევს, ეს ნიშნავს, რომ არის ძალიან დიდი პოტენციალი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,