20:16 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 12:44:23, 1051 ნახვა

საზოგადოება
მაჩალიკაშვილი - „ინტერნეტ ბოტებმა“ იმ სპეცრაზმელის ვინაობა შემატყობინეს, ვინც ჩემი შვილი მოკლა

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, „ინტერნეტ ბოტებმა“ იმ სპეცრაზმელის ვინაობას შეატყობინეს, ვინც მის შვილს ესროლა.

როგორც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ინტერნეტ ბოტებს სუს-ი მართავს და ეს არის მისი პროვოცირების მცდელობა.

„ერთ-ერთი ადამიანია ირაკლი ზაქარეიშვილი, ალბათ ძალიან კარგ თანხას უხდიან. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრიმინაციისათვის. სუს-ი პირდაპირ აცხადებს, რომ ამან არ მოკლა, ამან მოკლა, ეს დამნაშავეა. მაგრამ მე არ ვიცი ის გვარი. მაგრამ ერთი ცხადია, ერთი ვიცი. ყოველი ახალი გვარის გამოჩენისას მე მიკლავენ ისევ თემირლანს. ყველაფერი გამჟღავნდება, ყველაფერი სამართალი დაიდება. მთელი ქვეყანა გაიგებს რამდენად შეტოპა სახელმწიფომ, რამდენად შეტოპა ჭაობში თემირლანის საქმის გამო. არ გამოგივათ . საკმაო დრო გავიდა, წელიწადნახევარი გავიდა. მთელი ჩემი ფსიქიკა შეისწავლეთ, მთელი ჩემი ყოფაქცევა შეისწავლეთ მაგრამ ხომ ხედავთ არც მიყიდით, არც გამტეხთ, არც დამაშინებთ. თქვენ კი არა გომელაურის უწყება, თქვენ ნაირი ათი უწყება კიდევ, რომ დაგემატოთ არ გამოგივათ ჩემთან არაფერი“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics