|
2019-05-06 10:50:44, 1830 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი: ჩვენი ახალი ამოცანა არა მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არამედ ამ ზრდის თითოეულ ოჯახში მიტანაა
„იცვლება ეკონომიკური ვითარება, ეკონომიკა დინამიური ხდება და დგება ახალი ამოცანები. ჩვენი ახალი ამოცანაა - არა მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არამედ ამ ზრდის გადათარგმნა სიღარიბის დაძლევაში, ამ ზრდის თითოეულ ოჯახში მიტანა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედი live". მინისტრის განცხადებით, მთავრობის სტრატეგია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის. „ეს არის ეკონომიკური ზრდა, რომელშიც ყველა ჩართულია და მას ყველა გრძნობს. მაგრამ მთავარია, რა ტემპებით, რა ტაქტიკით, როგორ მივაღწევთ ამ შედეგს. ეკონომიკის სამინისტრო ძალიან კომპლექსური სამინისტროა, სადაც ბევრი დარგი, ქვედარგი, მიმართულება არის თავმოყრილი და თითოეულ დარგში არსებობს სტრატეგია. ჩვენი მთავარი ამოცანა - ეს არის მართლაც ახალი ტემპი, ახალი დინამიკა, ახალი დრაივი. მაქვს ამბიცია, რომ ეკონომიკის სამინისტრო გახდეს სანიმუშო ამ თვალსაზრისით", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანისთვის თუ ბიზნესისთვის, სერვისების მიღება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული უნდა იყოს. „ეს სისტემა გამართულია და კარგად მუშაობს, რაღაც პერიოდისთვის ამოცანები შეასრულა. ახლა ჩვენ მისი უკეთესობისკენ გადაწყობის შესაძლებლობებს ვხედავთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)