2019-05-04 16:25:45, 1689 ნახვა
სამართალი
თელავში მეხუთე კლასის მოსწავლეს ბებია ფიზიკურად გაუსწორდა
თელავის მუნიციპალიტეტში, მეხუთე კლასის მოსწავლეს ბებია ფიზიკურად გაუსწორდა.
მიღებული დაზიანებების გამო, ბავშვი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. გამოცემულია შემაკავებელი ორდერი.
ამასთან, შსს-ს ცნობით, ბავშვი ამ დროისთვის ნათესავთან იმყოფება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,