00:27 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 15:39:56, 3006 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის შემადგენლობა მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობა მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის პირველივე დღიდან ინტენსიური კომუნიკაცია არსებობდა.

„მეყველა მინისტრისთვის მქონდა დავალებული აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ბუნებრივია, ძალიან აქტიურად საუბრობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და მოგეხსენებათ, მიღწეულია შეთანხმება. რაც შეეხება თავად კომისიას, მას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეალურად არ უმუშავია. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაახლებთ კომისიას, მას ხელახლა დავამტკიცებთ  და ეს სავარაუდოდ მთავრობის უახლოეს სხდომაზე, მომდევნო კვირას მოხდება. ამის შემდეგ დელიმიტაციის საკითხებზე საუბარი ორი ქვეყნის კომისიის ფარგლებში გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი, ბუნებრივია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომელიც მანამდე არსებობდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები ამ საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც ჩვენს მეგობრობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics