|
2015-06-26 16:42:11, 546 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში CMEP-ის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში სამხედრო-სამოქალაქო საგანგებო მზადყოფნის ფარგლებში (CMEP), სამუშაო შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის, გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, ასევე, სხვადასხვა სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს ფართომასშტაბიანი კატასტროფის დროს უწყებათშორისი თანამშრომლობა, რესურსების ეფექტური გადანაწილება და კრიზისებზე რეაგირება წარმოადგენდა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი თბილისში მომხდარი წყალდიდობა იყო. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს უწყებების მოქმედებები სტიქიური უბედურების დროს. სამუშაო შეხვედრაზე 2015 წელს დაგეგმილი, ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლების მომზადების საკითხიც განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი იმყოფებოდა. სამუშაო შეხვედრის თანაორგანიზატორები არიან აშშ-ის საგანგებო სიტუაციათა ფედერალური სააგენტო, არმიის ინჟინერთა კორპუსი და აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)