|
2019-05-03 15:06:37, 1862 ნახვა
სამართალი
სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება
პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის თანახმადაც, სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება, ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტს მესამე მოსმენით 102-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტი ითვალისწინებს სახდელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის განსაზღვრას (300-დან 1000 ლარამდე) და გამასწორებელ სამუშაოებს. პირველ შემთხვევაში ჯარიმა გათვალისწინებულია 300 ლარის ოდენობით, განმეორებით შემთხვევაში - 500 ლარის, დამამძიმებელ გარემოებაში დანაშაულის ჩადენა 500-800 ლარის და ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დანაშაულის განმეორების ჩადენის შემთხვევაში კი 800-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების საკითხის დარეგულირებაში. ცვლილების მიხედვით, დისკრიმინაციად (მათ შორის სექსუალურს შევიწროებად) ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან/და პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. საქართველოს შრომის კოდექსს ემატება სექსუალური შევიწროების განმარტება, რომელიც მოიცავს პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევას. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა. კანონპროექტის ინიციატორები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)