|
2019-05-03 10:50:59, 1817 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას
საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, 2021 ან 2022 წელს, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრას, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოში ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების პერსპექტივაზე საუბრისას. აღნიშნული წინადადება ივანე მაჭავარიანმა ADB-ს პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან და ბანკის დირექტორებთან აზიის განვითარების ბანკის 52-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას დააყენა და აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს ოფიციალური განაცხადი. როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, თბილისში მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და განხორციელებული რეფორმები, მით უფრო, რომ ქვეყანამ 2015 წლის მაისში, წარმატებით უმასპინძლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს. ფინანსთა მინისტრმა ADB-ს ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა იმ მტკიცე მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში, ასევე, ქვეყნის ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ბანკის დირექტორებმა ყურადღება გაამახვილეს 2019-2021 წლების თანამშრომლობის საკითხებზე, ხაზი გაესვა განათლების სფეროს, მათ შორის, პროფესიული განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესში ADB-ს ჩართულობის მნიშვნელობას. აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. აღინიშნა ის მზარდი პოტენციალი, რომელიც საქართველოს აქვს ტურისტული სექტორის განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ADB-ს წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მაღალი დონის შეხვედრაში, რომელიც სწორედ ტურიზმის სფეროს განვითარების საკითხებს მიეძღვნა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე, ბანკის წარმომადგენლები მიესალმნენ ორმხრივი პარტნიორობის პოზიტიურ დინამიკას და იმედი გამოთქვეს, რომ ის მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება. საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ამჟამად, ADB-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)