00:28 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 10:00:45, 1287 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგება, ფორმატი კი ნახევრად დახურული იქნება. 

კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის ნაწილი ღია იქნება, ხოლო კითხვა-პასუხის დროს სხდომა დაიხურება.

ფორმატი მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის, რომელიც მოითხოვს, რომ ღია იყოს კითხვა -პასუხის ეტაპი.

„ეს არის სრული უაზრობა, ჩვენს კითხვებს გავიმეორებთ გარეთაც, ჩვენი კითხვები არ უნდა დახურონ, შემდეგ ბატონი სუს-ის უფროსმა გადაწყვიტოს რომელ კითხვაზე პასუხისას უწევს ისეთი რამის თქმა, რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას და ამას მაინც ნახავს საზოგადოება. იმიტომ, რომ ჩვენი კითხვების უმრავლესობა ეხება ისეთ საკითხებს, რომელზეც საჯაროდ საუბარი არა თუ შეიძლება, არამედ საჭიროა. მაგალითად; ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხის, ჩრდილოელ მეზობელთან დაკავშირებით რა ზომებია მიღებული“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

საპარლამენტო უმრავლესობა კი განმარტავს, რომ სხდომის დახურვა იმ ინფორმაციების გასაჯაროების თავიდან აცილების მიზნით ხდება, რაც შესაძლოა, სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ იყოს გამოყენებული.

სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics