|
2015-06-26 16:06:32, 366 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერიისთვის ვერეს ხეობაში „ქართული მანჰეტენის“ მოწყობის პროექტი არავის წარუდგენია
თბილისის მერია აცხადებს, რომ ვერეს ხეობაში „ქართული მანჰეტენის“ მოწყობის პროექტი მათთვის უცნობია. აღნიშნული პროექტის შესახებ განცხადება ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა ემზარ ჯგერენაიამ გააკეთა, რომლის თქმითაც, ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზონისა და დამბის მშენებლობა, ასევე წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოებაა დაგეგმილი, რასაც დაახლოებით 1 400 000 000 ლარი დასჭირდება. ჯგერენაიამ ასევე განაცხადა, რომ მერიასთან „იდეის დონეზე“ უკვე ჰქონდა ამ პროექტის პრეზენტაცია, თუმცა ეს ინფორმაცია თბილისის მერიამ არ დაადასტურა. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია აქტიურად მუშაობს, რათა შესაბამისი კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით შემუშავდეს ვერეს ხეობის შემდგომი განვითარების გეგმა და აღნიშნული კომისიის მორიგი სხდომა თბილისის მერიაში დღეს 20:00 საათზე გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)