|
2019-05-02 17:55:20, 1132 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისი“ გაიხსნა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, გუდიაშვილის №3-ში, მსოფლიო ბრენდის სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისი“ (Wyndham Grand Tbilisi) გახსნა. თბილისის მერმა სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა, სასტუმროს პროექტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დედაქალაქის მერიის მხრიდან მსგავსი პროექტების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა. „როგორც დედაქალაქის მერს, მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და თბილისს კიდევ ერთი მაღალი კლასის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში და საქმე ბოლომდე მიიყვანა. აქვე, არ შემიძლია, არ შევეხო ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობას, რომელიც 26 საუკუნეა არსებობს და ის მეგობრობა, რომელიც ჩვენს ხალხს აკავშირებს, ნამდვილად დასაფასებელია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩართულობით კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება, ცენტრალური თუ დედაქალაქის ხელისუფლება კი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას ყოველთვის გვერდით დაგიდგებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისის“ პროექტი კომპანია „სიტი ემის“ (City M) 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად განხორციელდა. სასტუმროს გახსნისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს და მართვას კომპანია McInerney Hospitality International Georgia ახორციელებს. სასტუმრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიულ შენობებს შორის მდებარეობს. კომპანიამ „სიტი ემ“, პროექტის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტებით სრულად გაარემონტა 3650 კვ.მ ფართი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა. სასტუმროში 158 ნომერი, 17 ლუქსი, მათ შორის, ორი საპრეზიდენტო, ხუთი საკონფერენციო სივრცე, ლაუნჯ-ბარი და სამი რესტორანია. კომპანია Wyndham Hotels & Resorts (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე: WH) მსოფლიო მასშტაბით, 80-ზე მეტ ქვეყანაში 9 000-მდე სასტუმროს აერთიანებს. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა. სასტუმროში 300-მდე ადამიანი დასაქმდება. სასტუმროს გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)