2019-05-02 17:16:18, 2005 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილმა მომანიჭა
„ორმაგი მოქალაქეობა არ მაქვს, უკვე ბევრი წელია“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას საქართველოს მოქალაქეობა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშილმა მიანიჭა.
„ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავაკეთებ. სხვათა შორის, საქართველოს მოქალაქეობა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა მომანიჭა, ისიც ბევრი წლის წინ“, - განაცხადა შს მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,