00:57 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 15:55:17, 1820 ნახვა

კომენტარი
გახარია - დავით გარეჯის საკითხი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებით გადაწყდება

"დარწმუნებული ვარ, რომ დავით გარეჯის საკითხი საზღვრის დემარკაციის ფარგლებში იქნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებით გადაწყვეტილი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

გახარიას თქმით, უახლოეს მთავრობის სხდომაზე დემარკაციის ახალი კომისია ჩამოყალიბდება, რომელიც დავით გარეჯის საკითხის მოგვარებას დაიწყებს. 

"დავით გარეჯის საკითხი არის საკმაოდ ფაქიზი. ყველას მოგეხსენებათ რომ ეს არის საკითხი, რომელიც დგას დაახლოებით 1996 წლიდან. ეს არის ქვეყნის პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც ათწლეულებია გრძელდება და ყველას კარგად გვესმის, რომ დელიმიტაციის, დემარკაციის საკითხი არის პრინციპული საკითხი. გარკვეული წლების განმავლობაში აქ იყო გაურკვეველი პაუზა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს მთავრობის სხდომაზე დემარკაციის ახალი კომისია იქნება დაკომპლექტებული და ეს სამუშაო ჩვენს მეზობელთან ერთად დაიწყება. კომისია შეუდგება მუშაობას და შესაძლებელ ვადებში ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს. მაშინ როდესაც ყველას კარგად ესმის, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მოძმე ერი, რა თქმა უნდა დემარკაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში ერთად გადავწყვეტთ ყველა პრობლემას. ყველა სხვა შეფასება არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული შეფასება. შესაბამისად ყველა ის შეფასება, რომელიც იყო მაგალითად რუსეთის ფედერაცია, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი - ეს არის რუსეთი. შესაბამისად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სხვა ყველა ჩვენი მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამაში არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციალი. დავით გარეჯის საკითხი დარწმუნებული ვარ, რომ საზღვრის დემარკაციის ფარგლებში იქნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებით გადაწყვეტილი, სადაც იქნება გათვალისწინებული როგორც კულტურული მემკვიდრეობის ასევე ქვეყნის ეკლესიის ინტერესები", - განაცხადა შს მინისტრმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics