|
2019-05-02 13:06:11, 1947 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია: გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის მოსამსახურეა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილის მოსამსახურეს უწოდებს. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციებზე გახარიამ პასუხი უნდა აგოს. "მე მაინტერესებს ეს ადამიანი რაიმეზე პასუხს აგებს? 2017 წლის 13 ნოემბრიდან ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა და უთხრა მემსახურეო. მას შემდეგ უამრავი კრიზისი შეიქმნა ამ ქვეყანაში. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ?! რომელიმე მათგანზე პასუხს აგებს თუ არ აგებს: გამოუძიებელ საქმეებზე, ტერორისტული ჯგუფის შუაგულ ცენტრში ყოფნაზე, რის თაობაზეც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ ამ ჯგუფის შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე მისი ხელშეწყობით მოხდა და ა. შ. ეს ადამიანი, შინაგან საქმეთა მინისტრად წოდებული გახარია , რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ ერთი ადამიანის მოსამსახურეა და ქვეყნის უსაფრთხოება, მართლწესრიგი და სამოქალაქო მშვიდობა მისთვის მეოთხე და მეხუთეხარისხოვანია. ეს ყველაფერი არა ჩემი ვარაუდი, არამედ კონკრეტული ფაქტებით ვსაუბრობ", -განაცხადა ნიკა მელიამ. ნიკა მელიამ ასევე აღნიშნა, რომ მინისტრმა პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენებსა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სპეცოპერაციის შესახებ არსებულ კითხვებს უნდა უპასუხოს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)