|
2019-05-01 19:37:09, 1894 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: სავალუტო ფონდის მისიის მიერ მარტში ეკონომიკის 6-პროცენტიანი ზრდა დადებითად შეფასდა
„სავალუტო ფონდთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მარტში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან დამაიმედებელია. აქედან გამომდინარე, სავალუტო ფონდის მისიის წევრებისგან კარგი შეფასება მივიღეთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმაზე. „სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებისას პირველად აღინიშნა, რომ არის პროგრესი ენერგეტიკის ბაზრის რეფორმის თვალსაზრისით. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში 1-ელი მაისიდან ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების პირველი ეტაპი ამოქმედდა, რამაც მსხვილი სამრეწველო მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის საბაზრო ფასად შესყიდვის შესაძლებლობა მისცა," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ასევე ხაზი გაესვა ტენდენციას, რომლის თანახმადაც მცირე ჰიდროსადგურების ინვესტორები მთავრობისგან გარანტირებული შესყიდვის ტარიფის მოთხოვნას აღარ იყენებენ. „ისინი ენდობიან ბაზრის დერეგულირებას, ენერგეტიკის ახალ ბაზარს და საკუთარ საინვესტიციო პროექტებს საბაზრო მექანიზმებზე დაყრდნობით ავითარებენ. ენერგეტიკის რეფორმის ასეთი შედეგები სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, შეხვედრაზე ასევე პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)