23:27 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 14:21:41, 1190 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - პოზიტიური კანონის მიღებამ კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევა უნდა უზრუნველყოს

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ" მიღებული კანონპროექტით მოსამართლეების კეთილსინდისიერი შერჩევა უზრუნველყოს.

როგორც მან განაცხადა, ოპონენტების შეფასებები უმრავლესობის კანონპროექტზე პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობაა.

„გასაგებია ოპონენეტების დღის წესრიგი, ისინი თავისას მიყვებიან. მათ სჭირდებათ გავლენები სასამართლოში, მათ სჭირდებათ გაჭიანურება პროცესის, ეს ყველაფერი, რასაც ისინი აცხადებენ, არის მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებები და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა. რეალურად ჩვენ, როგორც იქნა, დავასრულეთ ეს ხანგრძლივი პროცესი პოზიტიური კანონის მიღებით და ახლა მთავარია, ამას ასახვა ჰქონდეს მოსამართლეების კეთილსინდისინისიერად არჩევაში. რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლოს დამოუკიდებლობას, მართლმსაჯულების მაღალ ხარისხს და რაც ყველაზე მთავარია, უზენაეს სასამართლოში ხუთიასზე მეტი საქმე უნდა განიხილონ სასწრაფოდ იმისთავის, რომ ადამიანებმა დაჩაგრულად არ იგრძნონ თავი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics