|
2019-04-30 19:09:00, 1590 ნახვა
კომენტარი
იზორია: ტოტალური თავდაცვის სისტემის ეფექტიანად განხორცილებით გავაკეთებთ ყველაფერს
ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქვეყნის დაცვის საყოველთაო ვალდებულებას, რომლის ორგანიზებაც ტოტალური თავდაცვის სისტემის ფარგლებშია შესაძლებელი. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ გზაზე მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის მაღალი ხარისხი, რომლის საუკეთესო მაგალითი იყო 2018 წელს წარმატებით ჩატარებული უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2018“. „განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ სწორედ უმაღლესი თანამდებობის პირების ჩართულობით ჩვენ 2018 წლის მიწურულს პირველად ჩავატარეთ დიდგორის სწავლება, რომელიც გამოირჩეოდა უწყებათშორისი თანამშრომლობის მაღალი ხარისხით და ტოტალური თავდაცვის სისტემის ეფექტიანად განხორცილებით. როგორც წელს, ისე მომავალ წლებში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობით, გავაკეთებთ ყველაფერს მთავარი ვალდებულების - სამშობლოს დაცვის ვალდებულების საყოველთაო ორგანიზებისა და მობილიზებისთვის”, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)