|
2019-04-30 18:18:44, 1911 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ქართული წარმოების მხარდასაჭერად ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ახალ ეტაპს ვიწყებთ
1-ელი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა ეძლევა, ელექტროენერგია ბაზარზე საბაზრო ფასად შეისყიდონ. აღნიშნული მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე დაშვება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლის ტარიფზე დატვირთვას შეამსუბუქებს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. ამით საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყება. „პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოები საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული კომპანიები არიან. ისინი ქმნიან საქართველოს ეკონომიკის დიდ ნაწილს, არიან უმსხვილეს დამსაქმებლებს შორის. ჩვენ თითოეულ მათგანთან ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებას ენერგობაზარზე ისინი მომზადებული შეხვდნენ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოები ორიენტირებული არიან, გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა. ნათია თურნავას თქმით, რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ტექნოლოგიური გადაიარაღების პროგრამებზე, რომლის შედეგადაც ისინი ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას შეძლებენ. ბაზრის დერეგულირებამ მათ მისცა დამატებითი სტიმული, რომ მეტი იფიქრონ ენერგოეფექტურობასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. „პირადად ვაპირებ უახლოეს პერიოდში ვეწვიო რეფორმის მონაწილე თითოეულ ქართულ ინდუსტრიულ საწარმოს და ადგილზე გავეცნო, როგორ ემზადებიან, გახდნენ ენერგოეფექტურები. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ მათ არა მხოლოდ ენერგეტიკული საკითხების გადაწყვეტაში დავეხმაროთ, არამედ რაშიც შეგვეძლება, გვერდში ამოვუდგეთ. ქართული წარმოების მხარდაჭერა ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი არის და იქნება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკული რეფორმა კარგი სტიმული გახდება იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც საქართველოს გენერაციის ობიექტებში დამატებითი ინვესტიციას განხორციელებით არიან დაინტერესებულნი. ვფიქრობ, ამ რეფორმით სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცების, ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ქართული ინდუსტრიის აღორძინებისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)