|
2019-04-30 16:31:35, 2146 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსმა“ საქართველოში GROUPAUTO Caucasus-ის ყოველწლიურ ღონისძიებას უმასპინძლა
„თეგეტა მოტორსმა“ საქართველოში GROUPAUTO Caucasus-ის შეხვედრებს უმასპინძლა. „პატივი გვაქვს წელს ჩვენ ვიყოთ GROUPAUTO Caucasus-ის მასპინძლები, ეს შეხვედრები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის გაძლიერებას, ასევე მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას და განვითარებას. თეგეტა მოტორსი, როგორც კავკასიის რეგიონში საავტომობილო სფეროს ლიდერი კომპანია, არის ამ გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი. ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ საქართველოს გახდეს რეგიონში საავტომობილო სფეროს ლიდერი“, - განაცხადა „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა. GroupAuto Caucasus გახლავთ GroupAuto International-ის წევრი კომპანია, რომელიც წარმოდგენილია კავკასიის რეგიონში. GroupAuto Caucasus-ის მთავარი მიზანია დანერგოს და განავითაროს თანამედროვე სერვისები რეგიონში, ასევე მოახდინოს საავტომობილო სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია რეგიონალურ დონეზე. აღსანიშნავია, რომ ამ გზით სხვა მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მოხდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში არსებული კომპანიებისთვის. GROUPAUTO Caucasus-ის ცენტრალური ოფისი და რეგიონალური ჰაბი განთავსებული იქნება საქართველოში. GroupAuto International არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი 50-მდე ბრენდის მიერ წარმოებული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე კომერციული დანიშნულების ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების იმპორტს ხუთ კონტინენტზე, მსოფლიოს 70 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ჩინეთში, ბრაზილიაში და სხვა. GroupAuto International აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით 1 500-ზე მეტ დისტრიბუტორს, 7 500-მდე სერვის ცენტრს და ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Shell, Bosch, ZF, Continental, Philips, Osram, Johnson Controls, Exide და სხვა. GroupAuto International-ის მთავარი მიზანია ავტოინდუსტრიაში მოღვაწე წამყვანი ბრენდების გაერთიანება და მათი ადგილობრივ კომპანიებთან დაკავშირება, რათა განვითარდეს ავტოინდუსტრია და ხელმისაწვდომი იყოს სერვისის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები და ლიცენზირებული პროდუქცია.
(R)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)