|
2019-04-30 16:04:37, 1762 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში იმყოფებოდა, სადაც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მაღალი დონის მე-2 საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა. ქართული მხარე ფორუმზე ჩინეთის მთავრობის მიწვევით გაემგზავრა. ფორუმის მიმდინარეობისას 40 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა და 150 ქვეყნის 5000-მდე წარმომადგენელმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განვითარებისთვის ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ლი სიაოპენგს შეხვდნენ სადაც შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრეს. მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს „შუა დერეფნის“ განვითარებას. შეხვედრის ბოლოს, მაია ცქიტიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა ლი სიაოპენგმა ხელი მოაწერეს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“. შეხვედრაზე მხარეებმა სატრანზიტო პოტენციალის მნიშვნელობასთან ერთად ასევე გაზრდილ ტვირთბრუნვაზეც ისაუბრეს. „საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 18 ათასი კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 31 პროცენტით მეტია. ეს შედეგი პირველ რიგში ჩინეთიდან ახალი ტვირთების მოზიდვამ განაპირობა. სასიხარულოა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა გამოყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებიდან დამატებითი სუბსიდიების განხილვაზე იმუშავებს, რაც სამომავლოდ ტვირთბრუნვას კიდევ უფრო გაზრდის,“ - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ. ფორუმის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები, სამომავლოდ ხელს შეუწყობს თანამშრომლობის არეალის გაფართოებას და ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადასვლას.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)