|
2019-04-30 11:59:17, 1669 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ ანგურიძე: ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება პოზიტიური მოლოდინების საფუძველს მომავალშიც იძლევა
2019 წლის მარტსა და პირველ კვარტალში ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება პოზიტიური მოლოდინების საფუძველს მომავალშიც იძლევა, - ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ განაცხადა. ოთარ ანგურიძემ პოზიტიურად შეაფასა იმ გარემოებათა ერთობლიობა, რომელიც ეტაპობრივად აუმჯობესებს ქვეყანაში ეკონომიკურ მაჩვენებლებს. კერძოდ, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წინასწარი შეფასების ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 6 პროცენტი. ხოლო, იანვარ-მარტის საშუალო ზრდა 4,7 პროცენტი დაფიქსირდა. „განსაკუთრებით პოზიტიურია ის ფაქტი რომ ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებამ. კერძოდ, 2019 წლის მარტში საქონლის ექსპორტის 12.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 321.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იმპორტი შემცირდა 12.3 პროცენტით და 740.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,“ - განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ. „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-მარტის საშუალო ზრდა 4.7 პროცენტს გაუტოლდა. 2018 წლის ეკონომიკური ზრდა 4.7 პროცენტი იყო. „საქსტატის“ ცნობით, ასევე გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან და მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 5.3 პროცენტით (12.4 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 244.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 7.5 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 119.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)