|
2019-04-30 11:55:32, 1637 ნახვა
ეკონომიკა
არჩვაძე: ეკონომიკური ზრდის ტრენდი მიღწეულია ეკონომიკური რეფორმების, ბიზნესის წახალისებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შედეგად
ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, 2019 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ - მთლიანი შიგა პროდუქტის მატებამ - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6 პროცენტი შეადგინა, რაც თითქმის 1.5-ჯერ აღემატება მიმდინარე წლის პირველი ორი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს (4.1%). მისი თქმით, აღნიშნული ზრდა წელზე გაანგარიშებით ნიშნავს გეგმურთან შედარებით ყოველთვიურად თითქმის 45 მლნ. ლარით მეტი მთლიანი შიგა პროდუქტის წარმოების და სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 10-11 მლნ. ლარით მეტის მობილიზების შესაძლებლობას. ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მზარდმა ტემპმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდაზეც, რომელიც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ კვლავ დაადასტურა მზარდი, პოზიტიური ტრენდი და 43.4 პროცენტს მიაღწია, რაც გასული წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს რეკორდული თითქმის 10 პუნქტით აღემატება (2018 წ. მარტში - 33.8%). 2019 წლის მარტში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ზრდამ და იმავდროულად, იმპორტის შემცირებამ (12.3%-ით) უარყოფითი სავაჭრო ბალანსის სიდიდე მნიშვნელოვნად - 140 მლნ. აშშ დოლარით (1.3-ჯერ და მეტად) შეამცირა - 558.9 მლნ. აშშ დოლარიდან 419.4 მლნ. აშშ დოლარამდე. იოსებ არჩვაძის თქმით, ეკონომიკურ ზრდაში საგრძნობი წვლილი შეაქვს ტურიზმის სექტორს, რომლის შემოსავლები წინა წელთან შედარებით 2019 წლის მარტში 12.4 მლნ. დოლარით გაიზარდა და 245 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. 2019 წლის მარტში უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა ტრანზაქციებმა 138.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლის ამ თვისთვის ისტორიული მაქსიმუმია (2018 წ. მარტი - 132.5 მლნ. აშშ დოლარი). ამ თვეში წმინდა უცხოური გზავნილებმა 119.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მარტის შესაბამის მაჩვენებელს 7.5 პროცენტით (8.4 მლნ. აშშ დოლარით) აღემატება. ეს საგრძნობლად ზრდის ქვეყნის შიდა მოთხოვნილებას და მულტიპლიკატორის როლს არულებს ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. იოსებ არჩვაძის თქმით, მნიშვნელოვანია აგრეთვე წმინდა უცხოური გზავნილების ზრდისა და უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირების როლი ეროვნული ვალუტის სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ეკონომიკის ექსპერტის, იოსებ არჩვაძის განცხადებით, „ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტრენდი მიღწეულია იმ ღონისძიებების შედეგად, რაც ბოლო წლებში ტარდება ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების, ბიზნესის წახალისებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისათვის.“
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)