10:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 11:57:33, 1678 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-მარტში მშენებლობის 2 052 ნებართვა გაიცა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 052 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0,2 პროცენტით ნაკლები) 1378,1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,8 პროცენტით მეტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნებართვების 71,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50,0 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,1 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე და 10,5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება.

„აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა კატეგორიის შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით არის წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 40,5 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 7,9 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

2019 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა სულ 624,4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 59,9 პროცენტით მეტი) 619 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 14,2 პროცენტით მეტი)“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics