|
2019-04-27 18:52:08, 2101 ნახვა
სამართალი
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა არასრულწლოვნებით ვაჭრობის საქმეზე, ბრალდებულ ი.ს-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა. ი. ს.-ს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის ყიდვა-გაყიდვა, აგრეთვე მისი გადაყვანა, გადამალვა, ტრანსპორტირება და შეფარება, ჩადენილი ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ დახურულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ფაქტობრივი საფუძვლები ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. ფორმალური საფუძვლების შეფასების შემდგომ, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და არასრულწლოვნებზე ზემოქმედების საფრთხე. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 20 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)