19:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-27 13:25:33, 2049 ნახვა

სამართალი
„ორმა კაცმა მცემა, ბავშვიც დაასახიჩრეს“ - ახალგაზრდა ქალი ყოფილ ქმარს და მის ოჯახს ძალადობაში ადანაშაულებს

Facebook-ის მომხმარებელი თეკო მიქაძე საჯარო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მასზე ორმა კაცმა და ერთმა ქალმა ფიზიკურად იძალადა.

მიქაძის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც თქვა, რომ მისი მცირეწლოვანი შვილი ყოფილი მეუღლის სახლში სცემეს. შემთხვევა ვანში მოხდა.

როგორც ქალი აცხადებს, ის მეუღლეს რამდენიმე წლის წინ მასზე განხორციელებული ძალადობის გამო დაშორდა. გარდა ამისა, მიქაძის მტკიცებით, ყოფილი მეუღლის ოჯახი რამდენჯერმე მის მამას ფიზიკურად გაუსწორდა. 

"მამაჩემი სამჯერ ცემა ჩემმი ყოფილი ქმრის ოჯახმა. ერთხელ ჩემმა ყოფილმა მამამთილმა გადაარტყა თავში რკინა და ორჯერ ჩემმა ყოფილმა ქმარმა მუცელში ჩაარტყა. ქმარსაც რა თქმა უნდა იმიტომ დავშორდი რომ ყველანაირად ძალადობდა ჩემზე, რასაც აქამდე არ ვამბობდ, იმიტო რომ ისეც ჩემ შვილს ვუფრთხილდებოდი. ამდენი წელია ვისაც უნდა ყველა მე მირტყამს ან ჩემს ოჯახს და კაცი შვილი არაა პატრონი. პოლიციაში წავიდე რა აზრი არ აქვს თემოს მამა პოლიციელია", - წერს ქალი და ნაცემი ბავშვის ფოტოს აქვეყნებს. 

"ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გვიან ღამით, პოსტის დაწერიდან რამდენიმე წუთში, პოლიციამ მოახდინა რეაგირება და გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, გამოძების ფარგლებში, მიმდინარეობს გამოკითხვები, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, როგორც ბავშვის ისე მისი დედის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics