|
2019-04-26 19:02:15, 1707 ნახვა
სამართალი
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ქუთაისის ციხეში განთავსებული 11 არასრულწლოვნისთვის სპეციალური სასეირნო ეზო მოეწყო
„დღეიდან ეს ბავშვები მეტ დროს გაატარებენ ეზოში, ჰაერზე, ვიდრე ე.წ. სასეირნო საკანში." - ასე დაიწყო დღევანდელი წინასააღდგომო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვნებსა და დაწესებულების ადმინისტრაციასთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს საპატიო მოქალაქე, მოსამართლე რენატე ვინტერი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N119 ბრძანებით დამტკიცებული ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, დაწესებულების ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილება. დებულების 34-ე მუხლის თანახმად, ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით, ხოლო არასრულწლოვანი ბრალდებული დამატებით სარგებლობს სპორტულ, კულტურულ და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით კვირაში არანაკლებ - 4 საათისა. მიუხედავად ამისა, ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვნები სუფთა ჰაერზე დღეში ერთ საათს მხოლოდ ე.წ. სასეირნო საკანში ატარებენ, ხოლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა მათთვის ღია ცის ქვეშ სპორტული აქტივობის საშუალებას საერთოდ არ იძლევა. ჟანგბადისა და მზის სხივების ნაკლებობა მათთვის სერიოზული პრობლემაა. 2019 წლის ზამთარში, იუსტიციის მინისტრის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დაწესებულების ერთ-ერთი შიდა ეზო კეთილმოწყობილიყო და ადმინისტრაციას არასრულწლოვნებისთვის საშუალება მიეცა, სასეირნო საკანში ერთი საათით ყოფნის ნაცვლად, უფრო მეტი დრო ჰაერზე, ახალმოწყობილ ეზოში გაეტარებინათ. მას შემდეგ ეზოში გაკეთდა სასეირნო ბილიკები, ბორდიურები, დაითესა ბალახი და დაირგა ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეები. მინისტრის დღევანდელი ვიზიტისას არასრულწლოვნები პირველად გამოვიდნენ საკნებიდან და მათთვის მოწყობილ სპეციალურ ეზოში მზეზე რამდენიმე საათი გაატარეს. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის დღის განმავლობაში გარე აქტივობებზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობის შესახებ არაერთი რეკომენდაციაა წარსულში გაცემული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მათ შორის, ევროპის წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) 2013 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აქცენტი სწორედ N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის გარე აქტივობებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე გაკეთდა. კომიტეტის მიერ, რეკომენდაციის სახით, ხაზგასმით იყო აღნიშნული იმ დროისათვის არსებული ეზოს ინფრასტრუქტურის შეცვლის, მისი კეთილმოწყობისა და სათანადოდ აღჭურვის საჭიროება. იგივე რეკომენდაცია გასცეს 2015 წელს კვლავ CPT-მ და 2017 წელსევროკავშირისა და UNICEF-ის საერთაშორისო ექსპერტმა. დღევანდელი მონაცემებით, ქუთაისის N 2 პენიტენციურ დაწესებულებაში 11 არასრულწლოვანია განთავსებული, მათ შორის 3 მსჯავრდებულია, ხოლო 8 - ბრალდებული.
(NS)
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)