21:08 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 18:09:27, 1400 ნახვა

საზოგადოება
შპს „ფერის“ დირექტორი „რუსთავი 2“-ს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

შპს „ფერის“ დირექტორი ლაშა იოდანიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით საინფორმაციო სიუჟეტში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

იოდანიშვილის შეფასებით სიუჟეტი დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ 2019 წლის 25 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით საინფორმაციო სიუჟეტში გასულ დეზინფორმაციას. კერძოდ, ციტატა სიუჟეტიდან: „ახმეტის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება შ.პ.ს. „ფერი“-სთვის მიზერულ ფასად ექვსი ერთეული მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე“. აღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას და არის სიცრუე. კერძოდ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის 3 აპრილის #15 განკარგულებით (განკარგულება თან ერთვის) მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ნაკვეთების აუქციონზე გატანის თაობაზე. ეს ნაკვეთები არ წარმოადგენს შ.პ.ს. „ფერი“-ს საკუთრებას და ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია ექვს ერთეულ 25 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთზე, რომლებიც განთავსებულია ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ და აუქციონზე მის საწყის ღირებულებად განისაზღვრა 18 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე. ამასთან, მოვუწოდებთ სიუჟეტში მონაწილე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „კომპეტენტურ“ წარმომადგენელს, კარგად გაერკვეს ახმეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ხომ არ წარმოადგენს რაიონში მოქმედი ჰიდროელექტროსადგურები?! კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ნუ შეიყვანენ შეცდომაში მოსახლეობას", - განაცხადა იორდანიშვილმა. 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics