|
2019-04-24 15:44:41, 1399 ნახვა
საზოგადოება
პანკისის ხეობის მკვიდრი: ეკონომიკა უნდა განვითარდეს, მაგრამ არა ხალხის ხარჯზე
პანკისის რაიონის სოფელ ჯოყოლაში სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული მოსახლეობა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სათემო კრებაზე ითათბირებს. კრების დაწყებამდე რამდენიმე მოქალაქის გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ ჰესის აშენება-არ აშენების საკითხზე თემში სხვადასხვა მოსაზრებებია, თუმცა შუა სოფელში ჰესის აშენებას ერთხმად ეწინააღმდეგებიან. „ჩვენი დიალოგი შუა სოფელში ჰესის აშენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად გამორიცხულია. თუ სოფელში მომხრეები ჰყავთ, ამოიყენონ მხარში და გამოიყვანონ, როგორც დღეს ჩვენ ვართ გამოსულები. გამოვიდნენ და თქვან, რომ აგერ, ხალხისგან თანხმობა გვაქვს, მაშინ დავრწმუნდებით ჩვენც და თქვენც, მაშინ ჩვენ ხმას ვერ ამოვიღებთ. თუ მაგ პროცენტის ხმები დააქუჩეს და ხალხი მოაქუჩეს, კი ბატონო, ღმერთმა გაუმარჯოთ. ჩვენ უარს ვერ ვიტყვით და არც გვაქვს უფლება, რომ მაღლა, მოშორებით აშენდეს, ამის მომხრეები ვართ. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკა უნდა განვითარდეს, ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს, მაგრამ არა ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხეობის განადგურების ხარჯზე. პირიქით, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოსახლეობა და მომავალ თაობას ცხოვრებისა და ჯანმრთელობისთვის ჯანსაღი გარემო შეუქმნას“, - აცხადებს სოფელ ომალოს მკვიდრი ემზარ ტოხოსაშვილი. პანკისის ხეობაში ჰესის აშენებას ერთ-ერთი მოქალაქე შამილ გუბაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, თემმა ეს საკითხი ბევრჯერ განიხილა და გადაწყვიტა, რომ ჰესი არ აშენდება. „როცა ეს საკითხი წამოიჭრა, ჰესი უნდა აშენდეს ალაზანზეო, იმ დღიდან ვიკრიბებით მოსახლეობა აქ. ავწონ-დავწონეთ, გავითვალისწინეთ ყველაფერი და იმ დღიდან ვიძახით - ჰესი არ აშენდება. ერთი ქისტიც რომ არ დარჩეს ცოცხალი, ყველანი სიკვდილზე წავალთ. რა დიალოგია საჭირო, ჰესი არ აშენდება. არც ზემოთ, არც ქვემოთ, საერთოდ, ჩვენს ხეობაში, ალაზანზე ჰესი არ აშენდება“, - აღნიშნა სამილ გუბაშვილმა. ცნობისთვის, პანკისში, სოფელ ძიბახევში, სადაც 21 აპრილს მოსახლეობა და პოლიცია ერთანეთს დაუპირისპირდა, დროებითი საგუშაგოს მონტაჟი მიმდინარეობს. ხეობაში, ასევე 50-მდე დაცვის პოლიციელია, რომლებიც ტერიტორიას 24-საათიანი რეჟიმში აკონტროლებენ. სეგახსენებთ, რომ 21 აპრილს პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პანკისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 38 სამართალდამცველი და 17 ადგილობრივი მკვიდრი დაშავდა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)