|
2019-04-24 15:14:39, 1287 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლში კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების შეტანის სერვისით ათასობით აბონენტი სარგებლობს
იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეებისთვის მომსახურების ერთ სივრცეში მიღების პროცესის გამარტივებაზე. კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემები ამ დრომდე 7 199-მა მომხმარებელმა დააფიქსირა. იუსტიციის სახლისა და სემეკის თანამშრომლობის შედეგად, იუსტიციის სახლში დაინერგა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მომსახურებები. კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების დაფიქსირება აბონენტებს იუსტიციის სახლის 22-ვე ფილიალში შეუძლიათ. სპეციალურად ამ სერვისისთვის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შეიქმნა სამუშაო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისგან ელექტრონული განცხადების მიღებას; ასევე, მონაცემების ელექტრონულ მიმოცვლას იუსტიციის სახლსა და კომპანიებს შორის. თუ აქამდე ქონების რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეს უწევდა ვიზიტი მინიმუმ სამ კომპანიაში (მაგ.: თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი) გამოცხადება, რათა მატერიალურად შევსებული განცხადების საფუძველზე ქვითარში ძველი მესაკუთრის ნაცვლად დაეფიქსირებინა საკუთარი რეკვიზიტები, მომსახურების იუსტიციის სახლში დანერგვა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დაზოგოს დრო, ხარჯები და ქონების რეგისტრაციის პარალელურად მხოლოდ ერთი განცხადებით მიმართოს 10 სხვადასხვა კომპანიას (თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი, ენერგო-პრო ჯორჯია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი, საქორგგაზი, შპს რუსთავის წყალი, შპს მცხეთის წყალი, შპს თელავგაზი) ქვითარში აბონენტის რეკვიზიტების შეცვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ჩამონათვალს უახლოეს ხანში კიდევ 25 ახალი კომპანია დაემატება. იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-მდე სერვისის მიღება მინიმალურ დროში და კომფორტულ გარემოში შეუძლიათ. სერვისების მიწოდების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისა და ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ორგანიზაციაში ზრუნვა კვლავ გაგრძელდება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას - კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)