2019-04-24 11:55:46, 2939 ნახვა
მსოფლიო
ტერაქტების სერია შრი-ლანკაში - დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა
შრი-ლანკაში ტერაქტების სირიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ DW იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 39 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შეგახსენებთ, რომ შრი-ლანკაში 21 აპრილს ტერაქტების სერია მოხდა. კერძოდ სხვადასხვა უბნებში 8 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 359 ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი კი, დაშავდა. მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ჯერ ნაკლებად ცნობილმა დაჯგუფება "ეროვნულმა ერთობამ" აიღო, თუმცა პასუხსიმგებლობა ISIS-მ აიღო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან