|
2019-04-24 11:41:10, 1033 ნახვა
საზოგადოება
ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც გადაღებვის ვაუჩერის აღება დააგვიანეს, ვადა გაუხანგრძლივდებათ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც ვაუჩერების აღება ვერ მოახერხეს, ვადა გაუხანგრძლივდებათ. როგორც კალაძემ აღნიშნა, მძღოლები ვაუჩერების აღებას პირველიდან 15 მაისის ჩათვლით შეძლებენ. მერის თქმით, მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ შესაბამის კომპანიას - taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ ნებისმიერ მისამართზე მიმართონ. „ტაქსების რეფორმა, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, სატრანსპორტო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რეფორმის პარალელურად, რა თქმა უნდა, ტაქსების მფლობელებთან მჭიდრო კომუნიკაციას განვაგრძობთ. სპეციალურ საინიციატივო ჯგუფთან, რომელიც მძღოლების მიერაა შექმნილი, საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დასახელებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ტექნიკური დათვალიერების გავლიდან ორი კვირის ვადაში, უფლებამოსილი არიან, შესაბამის კომპანიას მიმართონ და როგორც გადაღებვის ან ფირის გადაკვრის, ასევე, ქიმწმენდის ვაუჩერები აიღონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კომუნიკაციის ფარგლებში, გამოიკვეთა, რომ არსებობს ტაქსის მფლობელთა გარკვეული ჯგუფი, რომლებმაც ორი კვირის ვადაში სხვადასხვა მიზეზის გამო, შესაბამის კომპანიას ვაუჩერის მისაღებად არ მიმართეს. „საუბარია დაახლოებით, ნებართვის მფლობელ 1 500-მდე ტაქსზე, რომლებსაც გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ეკუთვნოდათ ვაუჩერები, თუმცა იმის გამო, რომ ორკვირიან ვადაში შესაბამის კომპანიას ვერ მიმართეს, ვაუჩერის გარეშე დარჩნენ. გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ ვაუჩერის მიღების ვადა გავუხანგრძლივოთ. ამ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პირველი მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, შესაბამის კომპანიას taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ ნებისმიერ მისამართზე მიმართონ და როგორც ფერის შეცვლის, ასევე, ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი მიიღონ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ტაქსის 1 500-მდე მძღოლს აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)