18:09 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 11:27:08, 1787 ნახვა

სამართალი
„გირჩი“ ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე სასამართლოს და პროკურატურას მიმართავს

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს. 

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ უცნობია ზუსტად რა ნივთიერებები და რა ოდენობით იქნა აღმოჩენილი. 

"ჩვენ ვულოცავთ ბატონ ლევან ჯიბღაშვილს თავისფლებას და მისგან განსხვავებით, ვფიქრობთ რომ არც ერთი ადამიანი ნარკოტიკების ფლობის და მოხმარების გამო არ უნდა იჯდეს ციხეში, უფრო მეტიც სრულად ვეთანხმებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის ხაზს და ეს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი გვგონია. შესაბამისად, იმედი გვაქვს რომ ბატონი ლევანი თავისუფლებაში დარჩება საქმის არსებითად გადაწყვეტის შემდეგაც. ამავდროულად გვინდა, რომ ეს შემთხვევა სხვა ადამიანების გასათავისუფლებლადაც გამოვიყენოთ და გვაქვს შემდეგი კითხვები:

1. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გვაინტერესებს რა ოდენობის და რა სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული?

2. პროკურატურისგან გვაინტერესებს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო (260-ე მუხლი) ბრალდებული პირების წინააღმდეგ რამდენჯერ იყო მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?

3. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ჯგუფის იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის, რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?

4. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ან ნაკლები ოდენობის იგივე ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის რამდენ ადამიანს მიესაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პატიმრობა?

5. სასჯელ აღსრულების სამინისტროსგან გვაინტერესებს რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის?

ჩვენ ვთვლით რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია, იმისთვის რომ გამოვრიცხოთ შერჩევითი სამართლიანობის საფუძვლიანი ეჭვი ამ საქმეში, მით უმეტეს არსებობს ინფორმაცია, რომ დაზარალებული დაკავებისას ითხოვდა დახმარებას მაღალი თანამდებობის პირისგან, ქალაქის მერისგან", - ნათქვამია გირჩის განცხადებაში. 

ცნობისთვის, მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 22 აპრილს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილით წარუდგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვას გულისხმობსამასთან, გუშინვე ბრალის წარდგენის შემდეგ, გაიმართა სასამართლო პროცესი და ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics