|
2019-04-23 19:04:06, 1784 ნახვა
კომენტარი
ფინანსთა მინისტრი: ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას
ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი რეგულაციებს გადახედავს. მისი თქმით, რეგულაციების შედეგის გასაზომად საკმარისი დრო არ არის გასული. "მჯერა, რომ თუ ეროვნული ბანკი საჭიროებას დაინახავს, გადახედავს რეგულაციებს. უბრალოდ, საუბარია იმაზე, საკმარისი ვადა გავიდა თუ არა. მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული, რომ რეალურად გაზომვადი გახდეს, რა მოიტანა ამ რეგულაციებმა. ამ ეტაპზე, მაჩვენებლები ცუდი არ არის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბიზნეს სესხები იზრდება, ასევე არის სამომხმარებლო სესხებისა და იპოთეკის ზრდაც. მჯერა, ასე გაგრძელდება. თუ დავინახეთ, რომ არის შენელება, რომელიც გამოწვეულია რეგულაციებით, ყველა იპოვის ძალას გადახედოს რეგულაციებს. ამ ეტაპზე, ამის საჭიროება არ დგას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,"- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის შეფასებისას, მან აღნიშნა, რომ მთავარია არა კონკრეტული მაჩვენებელი, არამედ ის თუ როგორ ვუდგებით საკითხს - მოკლევადიან თუ გრძელვადიან ჭრილში. "აქ მთავარი არ არის, რამდენი იქნება ზრდა 0,8 თუ 0,6 პროცენტი. აქ საუბარია ვადიანობაზე - ჩვენ მოკლევადიანად ვუდგებით საკითხებს, თუ გრძელვადიანად. ჩემი აზრით, გადაწყვეტილება მიღებული იყო სტაბილურ და გრძელვადიან პერსპექტივაზე. ამით უნდა ვიმსჯელოთ და არა იმით , მოკლე ვადაში 0,6 არის ეფექტი თუ 0,8,"- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)