22:30 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 18:07:10, 1678 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი გოცირიძეს: თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა [ვიდეო]

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ მწვავედ იკამათეს.

მაჭავარიანმა კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ ისეთი ტყუილები, რაც სხდომაზე რომან გოცირიძემ გააჟღერა, არც ერთი დეპუტატისგან არ მოუსმენია.

„ვერც ერთზე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე იტყუებოდა, ინტერპრეტაციები იყო, მაგრამ ესე ღია, პირწმინდა ტყუილები დღეს არც ერთ დეპუტატს არ უთქვამს. ღიად შეგიძლიათ ამ ასაკის კაცს, პირდაპირ მოიტყუოთ და წარბი არ გიტოკავთ“, - მიმართა მაჭავარიანმა გოცირიძეს.

საპასუხოდ, გოცირიძემ მინისტრს კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „გაშვებით“ დაემუქრა: „ზიხართ აქ და დემაგოგობთ. გაპასუხებინებთ თუ არა და გაგიშვებთ“.

თავის მხრივ მაჭავარიანმა დეპუტატს შემდეგი რეპლიკით მიმართა: „თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა“.

რამდენიმე წუთიანი კამათის შემდეგ საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მინისტრს და დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა სხდომა კვლავ კამათი ფონზე გაგრძელდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics