2019-04-23 17:43:06, 1735 ნახვა
სამართალი
ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
მცხეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
როგორც "ექსპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, მას ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილებით ედება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნას გულისხმობს.
აღნიშნული კანონდარღვევა 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გუშინ დააკავეს. მისი ადვოკატის განცხადებით, ჯიბღაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან