2019-04-23 17:13:25, 2004 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6981 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6975 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0359 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0347 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,