|
2019-04-23 16:03:51, 1090 ნახვა
საზოგადოება
ზოიძე: ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგები საგანგაშო ნამდვილად არ არის
ძალიან კარგია, რომ მთავრობას პრობლემასთან გასამკლავებლად მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კონკრეტული ღონისძიებების გეგმა აქვს ჩამოყალიბებული. გეგმა შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელთაც ზუსტად ასეთი სიტუაცია ჰქონდათ გასული საუკუნის 80-იან წლებში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩაღრმავებული, ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდეს იმის თაობაზე, თუ საიდან არის ეს ექსპოზიცია ტყვიასთან. საყურადღებოა, რომ თბილისში, სადაც თითქოს და უნდა ყოფილიყო ტყვიის უფრო მაღალი კონცენტრაცია, ეს ასე არ არის და სინამდვილეში შედარებით მაღალი კონცენტრაცია რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა. სწორედ კომპლექსური კვლევის ჩატარების აუცილებლობას ჰაერში, გარემოში, ნიადაგში და საკვებში, წყაროს დასადგენად. ამ დრომდე ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ჰაერში მონიტორინგი ტარდება მუდმივად. გარდა ამისა, გარემოს დაცვის კომიტეტმა გააკეთა თემატური მოკვლევა ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით და იქ ნათლად გამოჩნდა, რომ ჰაერი წესით ძირითადი დაბინძურების წყარო არ უნდა იყოს ისევე, როგორც ბენზინი და ანალოგიური მდგომარეობაა საკვებთან მიმართებაში. გვახსოვს, სუნელებთან დაკავშირებული შემთხვევები, მაგრამ ვინაიდან ბავშვები სუნელებს ამ ასაკში არ მოიხმარენ და კვლევის შედეგები კი ეხება 2-დან 7 წლამდე ბავშვებს , იმ ასაკს, როდესაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ადამიანი ტყვიის მავნე ზემოქმედების მიმართ, ესეც ვერ იქნება ორგანიზმში ტყვიის კონცენტრაციის მომატების მიზეზი. მას შემდეგ, რაც ტყვიით დაბინძურების წყარო დადგინდება, პროფილაქტიკურ სამკურნალო ღონისძიებებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდება კონკრეტული მიზეზის აღმოსაფხვრელად მიმართული ღონისძიებების გატარება.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)