21:35 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 13:32:11, 1266 ნახვა

საზოგადოება
საპენსიო სისტემიდან ამ დროისთვის 2 900 ადამიანი გავიდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში 750 000 ადამიანზე მეტია გაწევრიანებული.

სურგულაძის თქმით, საპენსიოს სისტემიდან ამ ეტაპზე 2 900 ადამიანი გავიდა. როგორც მან აღნიშნა, საპენსიო შენატანების მოცულობა ამ დროისთვის 175 მილიონ ლარს აღწევს.

„რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით, გაწევრიანებულია ჩვენს სისტემაში 750 ათასზე მეტი უკვე. საპენსიო შენატანების მოცულობა დაახლოებით გუშინდელი მონაცემებით იყო 175 მილიონი ლარი. მომართვიანობა დიახ არის, არც ისე მაღალი. ამ ეტაპისთვის სისტემიდან გასული არის 2 900 ადამიანი, ანუ ეს არის 750 000 ადამიანიდან 2 900 ადამიანი, დაახლოებით ეს არის 0,4%“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს დირექტორს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics