21:43 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 12:35:23, 1232 ნახვა

საზოგადოება
გლდანში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა - „ყაზტრანსგაზი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გლდანში, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე ერთ-ერთი მოქალაქისგან შემოვიდა შეტყობინება, რომ გლდანის მე-7 მიკრორაიონის მე-12 კორპუსში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა კორპუსის შემოწმებისას გაზის ძლიერი კონცენტრაცია ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აბაზანაში და სავენტილაციო არხში დააფიქსირა. სპეციალურმა აპარატმა გაზის დაგროვება დაადასტურა, ასევე, დაკეტილ ბინაში. უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა სადარბაზოს დგარები და მოხდა მობინადრეების ევაკუაცია. დაკეტილ ბინაში შეღწევა სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით მოხერხდა.

შემოწმებისას დადგინდა, რომ მრიცხველიდან გამომავალი გაზის ონკანი იყო გახსნილი და ბინაში გაზის დაგროვება ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ დაკეტილი ბინიდან გაზმა გაჟონა მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა კორპუსის ყველა მობინადრეს. ასევე, მეზობლების თქმით, გაზის სუნი მათ ჯერ კიდევ გუშინ საღამოს იგრძნეს, თუმცა დღეს დილამდე არავის დაურეკავს კომპანიის ცხელ ხაზზე. დაკეტილ ბინაში და შემდეგ უკვე კორპუსში მთელი ღამის განმავლობაში გროვდებოდა გაზის სუნი.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ხშირია გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში დატოვების ფაქტები. შეგახსენებთ, რომ მომხმარებლების დაუდევრობას შეუძლია, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. დღევანდელი შემთხვევა საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ აღნიშნულ მისამართზე, მეზობლების თქმით, გაზის სუნი გუშინ საღამოს იგრძნეს, თუმცა კომპანიას მხოლოდ დღეს შეატყობინეს. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გთხოვთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.

გაუფრთხილდით საკუთარ და სხვების სიცოცხლეს!“, - ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.


 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics